THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გამოუცემელი წიგნების გამოფენა

საჯარო ბიბლიოთეკაში "გამოუცემელი წიგნების გამოფენა" მოეწყობა
თბილისი 19:25 - 19.04.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
22 აპრილს, 16:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკის III კორპუსში "გამოუცემელი წიგნების გამოფენა" მოეწყობა. ღონისძიების ორგანიზატორია "საბავშვო ლიტერატურის ფონდი".
როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანზატორმა ირმა მალაციძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, გამოფენაზე იწვევენ როგორც ავტორებს, ისე გამომცემელებს და სთავაზობენ გამოუცემელ წიგნებს.
"დაგეგმილი გვაქვს ქართველ საბავშვო მწერალთა გამოუცემელი ნაწარმოებების გამოფენა. მოწვეული იქნება თითქმის ყველა გამომცემლობა, რომელიც საბავშვო ლიტერატურას გამოსცემს. ჩვენ შევასრულებთ ერთგავრი მედიატორის როლს ავტორებსა და გამომცემლებს შორის. გამომცემლებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ, რა რესურსი არსებობს ქართულ ლიტერატურულ სივრცეში, რა იქმნება და შესაძლოა, დაინტერესდენ ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებით. წარმოდგენილი იქნება საბავშვო პროზა, პოეზია, თარგმანი და დრამატურგია. ჩვენს ხელთ არის 100-ზე მეტი გამოუცემელი წიგნი", _ განაცხადა მალაციძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
გამოფენის დროს ეკრანზე გავა სლაიდშოუ ილუსტრატორების ნამუშევრებით.
"ასე რომ, გამომცემლებს საშუალება მიეცემათ, ახალი საინტერესო მხატვრებიც აღმოაჩინონ", _ განაცხადა მალაციძემ.

მიჰყევი ბმულს>>

http://ghn.ge/news-12721.html