THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თეა ლომაძე

თეა ლომაძე დაიბადა 1966 წელს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. 1989 წელს კი _ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიასა და თსუ-ში ტელე-რადიო ჟურნალისტიკის კათედრაზე.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.





                     გამოცემული წიგნები:



,,პალომა _ უცნაური მეფის ასული“ (1997წ. ,,დიოგენე“, ილუსტრატორი: მაია სუმბაძე; ,,ქართველები“- მეორე ნაწილი, ილუსტრატორი: ლადო ტატიშვილი, 1999წ).
,,ერთი პატარა სასწაული“ (2000წ. ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“).
,,ჩანო-ჩეა“ (,,დიოგენე”, ილუსტრატორი: დავით მონავარდისაშვილი, 2001წ.)
,,ქარის მოტანილი ამბები” (2005წ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, ილუსტრატორი: ია გიგოლაშვილი).
,,პალომა” (ორენოვანი გამოცემა 2006წ. ,,დიოგენე”, ილუსტრატორი: რუსუდან ფეტვიაშვილი).