THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ვაჟა ხორნაული

დაიბადა 1948 წელს სოფელ კაწალხევში (დუშეთის რაინი). 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები ლიტერატურულ პრესაში იბეჭდება 1961 წლიდან. დღემდე გამოცემული აქვს თხუთმეტი წიგნი: "ცა გაზაფხულის ტოტებში", "ჯერ ნაპირამდე შორია", "ჯერ გულში იბადებოდა", "დაგხატე ათასფერადა", "წყარო მუხის ჩეროში", "გულს მუდამ ახსოვხარ", "ცის და მიწის სინათლეში", "სასწაულები ისევ გრძელდება", "სამოთხის წყალში ოქროს თევზი რომ გაიელვებს" (წიგნი პირველი), "ყვავილი ღმერთის უბეში" (წიგნი პირველი) და სხვა. ავტორია ნატუროპათიული ნაშრომის "სნეული, სნეული, სნეული მსოფლიო (კაცობრიობა დანა-ჩანგლით ითხრის სამარეს)".
ვაჟა ხორნაულის ლექსები თარგმნილია უნგრულ, უკრაინულ, რუსულ, სომხურ და სხვა ენებზე.
ჰყავს მეუღლე, ორი ვაჟი და ოთხი შვილიშვილი.