THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნუნუ ძამუკაშვილი

მზეს უცინის ღიღილო
გაზაფხულდა, ველ-მინდვრის
მოჩითულა ხალიჩა,
შორიდან კი ყაყაჩოს
მოხატული ხალი ჩანს.
ცეკვავს ჭია-მაია,
ნაკადული ღიღინებს,
თვალს ახელენ ვარდები,
მზეს უღიმის ღიღილო.


თიბათვე
თიბათვე, თიბათვე,
მთიბავები თიბავენ,
მოითიბა ბალახი,
სურნელია თივის,
ნიავი კი დაღლილს
ცეკვა-ცეკვით მივლის.
პაპამა თქვა: ჩვენ შვინდას
მოვუგროვოთ მარაგი,
ზვინი დავდგით იმდენი,
აღარც არის ალაგი.
როცა ყინვა გვეწვევა
და დაგვსუსხავს აშარი,
შვინდას უხვად ექნება
საუზმეც და ვახშამიც.