THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მაკა ლდოკონენი

დაიბადა თბილისში 1970 წლის 13 ნოემბერს;

დაამთავრა ივ.ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ჟურნალისტიკის ფაკულტეტი;
მოღვაწეობის სფერო: ჟურნალისტიკა, პროზა, მხატვრობა (თვითნასწავლი მხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი);

ძირითადი პუბლიკაციები:

«საშობაო საკითხავი“ - გაზეთი "წიგნები" (24 საათის ლიტერატურული დამატება 2005 წლი);
«თეშდიდები და სუქუნები,» «ზღაპართასხმულა» - ჟურნალი «ჩვენი მწერლობა» 2006 წლი;
«ქიშმიშიანი ამბები,» «ლორა, ვერცხლის ქორწილ და ბუში» - ჟურნალი «ლიტერატურული პალიტრა» 2006 წელი;
«ლიტერატურული აბები» ლიტერატურულ კონკურს «წეროს» პროზაული კრებული 2006 წელი;
«კინო/ჩვენება,» «ფაჩუნას შოთები» - ჟურნალი «ლიტერატურული პალიტრა» 2007 წელი;
«ყველა ნივთი» ლიტერატურული ალმანახი «თაობები» 2007 წელი;
«ლეკალო» - კონკურს «პენ-მარათონი 2007» კრებული;
«აქა ცხოვრობს ლალოი» - ჟურნალი «ჩვენი მწერლობა» - 2008 წელი.


დასურათებული აქვს წიგნები:

მაია ნადარეიშვილი- დე-გრაფის პუბლიცისტური კრებული «ვოკალიზები;»
გრ/კ. რობაქიძის რუსული ლექსების კრებული «აერობარი;»
ირმა ანდრიაძის ზღაპრების კრებული «წათე და უხილავი მეგობარი;»
ირმა მალაციძის ზღაპრების კრებული «ქერამუჭას სკოლა.»

გამოფენები:
1994 წელი _ პერსონალური გამოფენა საგამოფენო დარბაზ «ტროიანკაში» (მოსკოვი);
2001 წელი – პერსონალური გამოფენა რუსთაველის პროსპექტზე – საქველმოქმედო-საგამოფენო დარბაზში;
2001 წელი – პერსონალური გამოფენა შოკოლადის სახლში «დე-კლიე» (პეტერბურგი);
2001 წელი –ბავშვთა კონვენციისათვის მიძღვნილი ერთობლივი გამოფნა სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში;
2001 წელი - პერსნალური გამოფენა მიეძღვნა პეტ-რუჩიანის ხსოვნას - «იმპერიალი;»
2002 წელი – პერსონალური გამოფენა «დაბრუნება ბავშვობაში» - გაეროს სახლის საგამოფენო დარბაზში;
2002წელი – ერთობლივი სარვამარტო გამოფენა - გალერეა «ჰობბი;»
2003 წელი – პერსონალური გამოფენა «საშობაო გადაფრენა» - კავკასიის სახლის საგამოფენო დარბაზში.