THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



სააგენტო GBC

ქართული საბავშვო წიგნის დღეს 27 ოქტომბერს "საბავშვო ლიტერატურის ალმანახის" მესამე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება



თბილისი (GBC) - საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი, "სახალხო ბანკი" და საპატიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი ქართული საბავშვო წიგნის დღეზე გიწვევთ.
როგორც სააგენტო GBC-ის საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდიდან აცნობეს, პრეზენტაცია ხვალ 12:00 საათზე ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება. "საბავშვო ლიტერატურის ალმანახს" საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი სახალხო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გამოსცემს.
საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო" 2006 წელს შეიქმნა. ის მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების პოპულარიზაციას, მათ ხელშეწყობას, შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას ქართველ და უცხოელ ავტორთა შორის.
საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის თაოსნობით 27 ოქტომბერი (იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე) ქართული საბავშვო წიგნის დღედ გასულ წელს გამოცხადდა.