THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თოჯინების მუზეუმში საბავშვო წიგნის დღისადმი მიძღვნილი სემინარი გაიმართება

„ინტერპრესნიუსი“13:43 27.10.2009 -თინათინ თუმანიშვილის სახელობის თბილისის თოჯინების მუზეუმში დღეს და ხვალ საბავშვო წიგნის დღისადმი მიძღვნილი სემინარი გაიმართება.
სემინარის ორგანიზატორები არიან შვედეთის მწერალთა კავშირი – საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის სექცია, შვედ მხატვართა გაერთიანება და შვედური ინსტიტუტი. საქართველოს მხრიდან კი ამ ღონისძიების ორგანიზებაში საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი „ლიბო“ და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მონაწილეობდა.
სემინარზე საბავშვო წიგნის გამოცემის პრობლემებსა და მის ხარისხზე იმსჯელებენ.