THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ლელა მეტრეველი

დაიბადა 1955 წლის 3 იანვარს, ონში.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის, საზოგადოებრივ პროფესიათა და იურიდიული ფაკულტეტები, აგრეთვე საქართველოს პატენტთმცოდნეობის ინსტიტუტი. იგი არის ქიმიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, ჩეხურ ორგანიზაცია “PIN”-ში. ამჟამად არის ადვოკატი, აგრეთვე ჟურნალების “ბაბილინასა” და “ტაბლას” რედაქტორი.
გამოქვეყნებული აქვს ლექსების ოთხი კრებული: “სევდის მდინარე” (2001), “ადევნებული ფოთლებს რითმები” (2003), “ხედვის კუთხეები” (2007), მოგონებები ცისარტყელებზე” (2009) და ლიტერატურული ზღაპარი “ხუთი გოჭის ამბავი” (2007). არის აგრეთვე ქიმიური პროფილის ამოცანათა რამდენიმე კრებულის ავტორი, მთარგმნელი ან შემდგენელი. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.