THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



დალი კუპრავა



დაიბადა 1956 წლის 28 სექტემბერს . განათლებით აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი. პედაგოგი და ჟურნალისტი.

იბეჭდებოდა საბავშვო ჟურნალ „დილაში“, „აი იასა“ და „24 საათის“ საბავშვო გამომცემლობაში. დაწერილი აქვს საბავშვო მოთხრობების ციკლი „ვაშლისწვენის ამბები“, „სოლომონის თავგადასავალი“, „მწვანე, ყვითელი და ლურჯი “ ; საშობაო ამბავი „ციმციმა“ და საახალწლო ზღაპარი „როგორ დაიბრუნეს სანტებმა ნაძვის ხე “ . არის საბავშვო შოკოლადის „ქინდერ სურპრიზის“ პერსონაჟების მიხედვით გასაფერადებელი ბარათების პროექტის ავტორი. ნათარგმნი აქვს სერგეი მარშაკის, კორნეი ჩუკოვსკის საბავშვო ლექსები, ირლანდიური საბავშვო ლიმერიკები...