THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი

საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო" შეიქმნა 2006 წელს, საბავშვო მწერლების ირმა მალაციძის და მარიამ წიკლაურის თაოსნობით.

იგი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების პოპულარიზაციას, მათ ხელშეწყობას, შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას ქართველ და უცხოელ ავტორთა შორის.

ფონდი ორგანიზებას უწევს ღონისძიებებს, პრეზენტაციებს, აქციებს, საგამომცემლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, ფესტივალებს, კონკურსებს, კონცერტებს, აუქციონებს, თემატურ ბანაკებსა და საქველმოქმედო პროგრამებს;


განხორციელებული პროექტები:

• 2006 წელს საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის ინიციატივით დაარსდა "ქართული საბავშვო წიგნის დღე - 27 ოქტომბერი" (იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე). პირველად ეს დღე აღინიშნა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად.

• 2006 წლის 2აპრილი - ნინო ნაკაშიძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში ფონდის ეგიდით აღინიშნა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე (ანდერსენის დაბადების დღე). მოეწყო შეხვედრა ქართველ საბავშვო მწერლებთან და გამომცემლებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან. გაიმართა საბავშვო წიგნების გამოფენა.

• საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა `სახალხო ბანკთან~ ერთად განახორციელა საქველმოქმედო პროექტი `წიგნები ბავშვებისათვის~, რომელიც გულისხმობდა ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისათვის, დაბალბიუჯეტიანი სკოლების ბიბლიოთეკებისა და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის, საბავშვო წიგნების შეგროვებას და უფასოდ გადაცემას. წიგნების შეგროვება მიმდინარეობდა "სახალხო ბანკის" ყველა რეგიონალურ ოფისსა და დედაქალაქში. შეგროვებული წიგნები გადაეცა კონფლიქტური ზონის (სამაჩაბლოს) სკოლების საბიბლიოთეკო ფონდს.

• 2008 წლის 1 ივნისს საბავშვო ქალაქ "მზიურში" ფონდმა ჩაატარა საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობდა ყველა საბავშვო გამომცემლობა. მოეწყო მკითხველების შეხვედრა ქართველ საბავშვო მწერლებთან.

• 2007 წლის 27 ოქტომბერი - სამების ტაძართან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში აღინიშნა ქართული საბავშვო წიგნის დღე, რომელშიც მონაწილეობდა საბავშვო გამომცემლობები, მწერლები, ქართული ტრადიციების სახლის "ადგილის დედის" აღსაზრდელები, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი "ნანინები";

• საბავშვო ჟურნალ "ჯეჯილთან" ერთად ფონდის ეგიდით, 2008 წლის 27-28 ოქტომბერს "ქართული საბავშვო წიგნის" დღე წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბის სკოლაში ჩატარდა.

• საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა, "სახალხო ბანკის" ფინანსური დახმარებით გამოსცა `საბავშვო ლიტერატურის ალმანახის" სამი ნომერი.

• ფონდის ეგიდით გამოიცა აუდიო-კრებული "მეზრაპრის სახლი", რომელშიც შევიდა თანამედროვე ავტორთა მიერ წაკითხული საკუთარი საბავშვო ნაწარმოებები,ზღაპრები და ლექსები.

• 2009 წლის 27 თებერვალი _ ცნობილი ქართველი საბავშვო მწერლის, მაყვალა მრევლიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილე. დააწესა ყოველწლიური დღე _ 27 თებერვალი "მრევლობა". ამ დღეს საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის პოპულარიზაციის საქმეში აქტიურობისათვის ფონდი მაყვალა მრევლიშვილის სახელობის სიმბოლური მედლით "კიკლი-კიკლი" დააჯილდოვებს მწერლებს, ილუსტრატორებს, გამომცემლებს, ლიტერატურათმცოდნეებს, საბავშვო დრამატურგებს, კომპოზიტორებს, ბიბლიოთეკარებს, პედაგოგებს, მსახიობებს.

• 2009 წლის 27-28 ოქტომბერი _ შვედეთის საბავშვო ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად ჩაატარა საბავშვო ლიტერატურის სემინარი ქართველი და შვედი საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორების მონაწილეობით.

• ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამას "ბიბა" (ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის). საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყოველკვირეულად აწყობს ბავშვების შეხვედრას საბავშვო მწერლებთან.